logo_geo
eng_logo
იტალიაში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 5 წლის ბავშვი
- +

17 სექტემბერი. 2023. 13:01

 

 

იტალიის საჰაერო ძალების MB-339 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ქალაქ ტურინის მახლობლად სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, რომლის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა. ჰოსპიტალიზებული არიან ბავშვების მშობლებიც.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

 

საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner