logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს
- +

17 სექტემბერი. 2023. 15:06

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში გრძელვადიანი ომი არის მოსალოდნელი.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება.

 

„ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

როგორც აღინიშნა, ივლისში ვილნიუსში ჩატარებული ნატო-ს სამიტი გზას უხსნის უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. უკრაინამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner