logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: სანდრას მაჟორიტარობის შესახებ რომ მითხრეს, ბევრი ვიცინე...
- +

8 სექტემბერი. 2016. 00:28



„სანდრას მაჟორიტარობის შესახებ რომ მითხრეს, ძალიან ბევრი ვიცინე, როცა მეგრელების გული ერთი სიმღერით მოიგო, მხოლოდ სამეგრელო კი არა, მთელი საქართველო თავბრუდახვეული იყო და სააკაშვილის დაგებულ მახეში გაება, მაგრამ რაც მიიღეთ, ხომ დაინახეთ?! მართალია, გააბრუეს ქართველები, მაგრამ საქართველოში აწი ვეღარავის მოატყუებენ! ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დასრულდეს ამ თაღლითების პარპაში და ძალადობა?!"- აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე „ასავალ-დასავალთან" საუბარში.


„თვითონ იყო მთავარი მოძალადე და საინტერესოა, რის პირობას დებს?! სანდრა და მიშა ერთი პროექტი გახლდათ, რომელიც ქართველებს გადაგვაყლაპეს და კარგი შედეგიც მივიღეთ. ახლა გადაითამაშეს ფიგურები და სანდრა წამოსწიეს წინა პლანზე, ცდილობენ, ქართველი ხალხი ისევ გააბრიყვონ, მაგრამ ამას ვინღა ჭამს?! სხვათაშორის, სახელმწიფო გადატრიალებაც, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, ამ პროექტის ნაწილი იყო. უბრალოდ, ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. ქალია და არ მინდა მასზე ზედმეტი ლაპარაკი. პირველ რიგში, ჩემს თავსა და ქართველ ხალხს ვცემ პატივს.

 

ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ვიცი, მაგრამ ოჯახში ვარ აღზრდილი და ამ კონტექსტში ქალზე არ ვილაპარაკებ!"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner