logo_geo
eng_logo
კახეთში სანადიროდ მყოფი კაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა
- +

17 სექტემბერი. 2023. 17:14

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ ტყეში მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

მათივე ცნობით დაკავებულია ერთი პირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner