logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ ტრენინგებზე: ხდება ახალგაზრდების მოზიდვა, რომ გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ ე.წ. რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად
- +

17 სექტემბერი. 2023. 18:16

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ მიერ ახალგაზრდებისთვის გამართული ტრენინგების თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხდება ახალგაზრდების მოზიდვა, რათა გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ ე.წ. რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად.

 

„ჩვენ უკვე ვნახეთ ახალგაზრდული პროტესტი და ნიღბის ქვეშ ბოევიკები, როგორ ახორციელებდნენ შეტევას საქართველოს პარლამენტზე. ეს დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,  საზოგადოებას განგაში მართებს, რომ ახალგაზრდები არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

„ეს არის გაგრძელება იმისა, რომ ხდება ახალგაზრდების მოზიდვა იმისთვის, რომ ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა ესენი დაიყენონ წინ, გაუშვან პოლიციის და პარლამენტის დასარბევად და თვითონ ამ ბავშვებს ამოეფარონ. განგაში მართებს საზოგადოებას, რომ არ  იყოს ახალგაზრდები გამოყენებული ამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ხება მათ მშობლებს და საზოგადოებას.

 

ჩვენ უკვე ვნახეთ ახალგაზრდული პროტესტი და ნიღბის ქვეშ ბოევიკები, როგორ ახორციელებდნენ შეტევას საქართველოს პარლამენტზე. ეს დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ გადავხედავთ პრაქტიკას აშშ-ში, ნახავთ რომ ჩვენ ჰუმანური მიდგომები გვაქვს. კაპიტოლიუმის შტურმის დროს ათეული წლებით ჩასვეს ციხეებში, ჩვენ საკმაოდ ლოიალური მიდგომა გვაქვს. ნიღბავენ, თითქოს ლიბერალური სკოლად, სინამდვილეში  ვნახეთ კადრები, როგორ მიდიოდა ტრენინგები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner