„გრანადაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდება, თუმცა ერევანი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთახნმებას ხელი წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში მოეწეროს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სომხეთი ხელს მოაწერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის დაბალანსებული ინტერესების შესაბამისი იქნება.
5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და შარლ მიშელის მონაწილეობით.