logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: შესაძლოა, ომი უკრაინაში ხანგრძლივი იყოს, რის გამოც დასავლეთს სამხედრო ხარჯების გაზრდა მოუწევს
- +

17 სექტემბერი. 2023. 19:43

 

 

ომი უკრაინაში შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, რის გამოც დასავლეთს სამხედრო ხარჯების გაზრდა მოუწევს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ ყველას ომის სწრაფად დასრულება გვსურს, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, უკრაინა აღარ იარსებებს. სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა დაეხმაროს პუტინს ძალების აღდგენაში, რომ შემდეგ ისევ დაესხას თავს უკრაინას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner