„ომი უკრაინაში შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, რის გამოც დასავლეთს სამხედრო ხარჯების გაზრდა მოუწევს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ყველას ომის სწრაფად დასრულება გვსურს, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, უკრაინა აღარ იარსებებს. სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა დაეხმაროს პუტინს ძალების აღდგენაში, რომ შემდეგ ისევ დაესხას თავს უკრაინას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.