„იმედის კვირა“ თამაზ გაიაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაესაუბრა. საქართველოს ავიახაზების დირექტორთან საბჭოს ხელმძღვანელმა ამ ფრენების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ეკიპაჟს ეტყოდნენ: დილის 10 საათზე გავფრინდებით და მერე მას გაუტკბებოდა იქ სიამოვნება და ღამის 12 საათამდე არ მოფრინდებოდა. საწყალი ეკიპაჟი იჯდა თვითმფრინავში და ელოდებოდა. როდესაც არავითარი შეხვედრები არ ხდება, ვთქვათ ნიცაში ან პალმა დე მალიორკაში, რაზეა ლაპარაკი? ჩაფრინდებოდა ბათუმში, ბათუმიდან გაფრინდებოდა ნიცაში, ნიციდან გაფრინდებოდა ლონდონში“, - ამბობს გაიაშვილი და დასძენს, რომ ეს ვიზიტები არ ყოფილა სახელმწიფო დანიშნულების.
თავდაცვის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებულ 5 დოკუმენტზე გრიფით „საიდუმლოს “ მოხსნის პროცესი დაიწყო, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულებაც ორ ათეულ მილიონს აღწევს. „იმედის კვირის“ ინფორმაციით, საქმის ძიების მიმართულება არ მოიცავს მხოლოდ ამ 5 დოკუმენტს და ის შეეხება კიდევ ერთ დიდ შესყიდვას, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის ბიუჯეტმა და სახელმწიფომ 13 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.