„ნაცმოძრაობის“ კომენტარებს რომ ვისმენ, თუ შენ მეგობრები მიგყავს სადღაც საზღვარგარეთ და ეს უკავშირდება დიდ დროს ტარებასა და ღრეობას, მათი აზრით, ესაა სახელმწიფოს ინტერესების გატარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მიერ თავდაცვის ბიუჯეტიდან გახარჯულ 14 მლნ ლარზე საუბრისას განუცხადა.
ვოლსკიმ სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დროს გაფლანგულ საბიუჯეტო სახსრებზე ისაუბრა.
„ნაცმოძრაობის“ კომენტარებს რომ ვისმენ, თუ შენ მეგობრები მიგყავს სადღაც საზღვარგარეთ და ეს უკავშირდება დიდ დროს ტარებასა და ღრეობას, მათი აზრით, ესაა სახელმწიფოს ინტერესების გატარება. მაგალითად, თუ გჭირდება ადამიანი ჩამოიყვანო და კბილებით გაგიკეთოს მასაჟი. რასაკვირველია, შემდეგ ეს უნდა დახასიათდეს როგორც აი, სააკაშვილს, რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებულ გმირს, მხედართმთავარს სჭირდება ენერგია. რასაკვირველია, სჭირდებოდა ასევე შიშველი ტანით დახატული სურათი, როდესაც შემოქმედი ქალი ტანთ იხდის, სხეულზე საღებავს ისხამს და შემდეგ ტილოზე წვება. რასაკვირველია, აი, ეს სურათი აუცილებლად უნდა ჩახვიდე, ჩაფრინდე და ჩამოიტანო, აბა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში კულტურა როგორ განვითარდება?!“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.