logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძე: ძალიან გახარებული ვარ, რომ უკვე მეშვიდედ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო
- +

17 სექტემბერი. 2023. 21:54

 

 

ძალიან გახარებული ვარ, იქიდან გამომდინარე რომ უკვე მეშვიდედ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, - ამის შესახებ ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა. ქართველმა ძალოსანმა აღნიშნა, რომ ტურნირის ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო.

 

„მცირედი ტრავმაც მივიღე ბოლო წონაზე, მაგრამ არა უშავს. რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების დახმარებით მალე ეს ტრავმაც აღმოფხვრილი იქნება და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთესი შეჯიბრი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა მოწინააღმდეგეებმაც გააუმჯობესეს შედეგი, ძალიან ახლოში მომყვებიან და, ალბათ, ასეთი შეჯიბრი უფრო სანახაობრივია, ვიდრე როცა 20-30 კილოთი უგებ მოწინააღმდეგეს. მაგრამ ვთვლი, რომ მათ მომავალშიც ღირსეულ კონკურენციას გავუწევ“, - განაცხადა ტალახაძემ.

 

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner