logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის შესაძენად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
- +

17 სექტემბერი. 2023. 22:08

 

 

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ინფორმაციის მოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

 

„ოზურგეთის საკრებულო რწმუნებულებსა და დეპუტატებს დავავალე, რომ მაქსიმალურად ყველგან მოიძიონ ინფორმაცია, თუ სადაა სახლი გასაყიდი, სადა შეიძლება, რომ ქირით გავიყვანოთ, რადგან ამ დრომდე ბევრი ოჯახი სასტუმროებში გვყავს. სასურველია, რომ სახლებში გავიყვანოთ და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ოცი ათასი ლარის ოდენობით გაიცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner