logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაზე: ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ის ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანას მომავალში დიდ შედეგს მოუტანს
- +

17 სექტემბერი. 2023. 22:20

 

 

ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ის ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანას მომავალში დიდ შედეგს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური ტვირთი მოეხსნებათ და ისინი შეძლებენ, სწავლა მათთვის სასურველ სასწავლებელში გააგრძელონ.

 

„მათთვის ნებისმიერ უნივერსიტეტის კარი ღია იქნება. ჩვენთვის მთავარია პროფესიული, ადამიანური კაპიტალის შექმნა. შესაბამისად, ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ის ერთი ჩადებული აგურია, ის ინვესტიციაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში დიდ შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანება გაუნულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner