logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: შესაბამისი დანაყოფი, ვინც დღეს მოკვლევას აწარმოებს აღნიშნულ ხელშეკრულებებზე, თანამშრომბლობს პროკურატურასთან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას
- +

17 სექტემბერი. 2023. 23:03

 

 

თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ იმ დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის პროცესი დაიწყო, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 2 ათეულ მილიონს აღწევს. ეს ის სახსრებია, რომელიც რეჟიმის ლიდერის პირადი ფუფუნების და გართობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიფლანგა. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საპრეზიდენტო ხომალდებს საქართველოს ავიახაზები ემსახურებოდა 5 კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც გრიფით საიდუმლო მოეხსნა. მომსახურების თანხებს თავდაცვის სამინისტრო ანაზღაურებდა, სააკაშვილი კი ბორტს საკუთარი სურვილების შესაბამისად დაატარებდა მსოფლიოს გარშემო არა ოფიციალურ ვიზიტებზე, არამედ პირადი გართობის და დროს ტარებისთვის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ 14 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

„შესაბამისი დანაყოფი, ვინც დღეს მოკვლევას აწარმოებს აღნიშნულ ხელშეკრულებებზე, თანამშრომბლობს პროკურატურასთან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ როგორ წარიმართება გამოძიება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ წარიმართება საქმე.

 

„იმის გამო, რომ არ ყოფილიყო საჯარო თანმხლები პირები, ლოკაციები და ა.შ., მიენიჭა გრიფით საიდუმლო. ეს 5 დოკუმენტია, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობას ორ მხარეს შორის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ამით იხელმძღავენელებს. შესაბამისი დანაყოფი, ვინც დღეს მოკვლევას აწარმოებს აღნიშნულ ხელშეკრულებებზე, თანამშრომბლობს პროკურატურასთან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ როგორ წარიმართება გამოძიება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner