logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია რადიკალურ ოპოზიციაზე: ერთი რამ, რის გამოც სახელმწიფო გადატრიალებას ვერ განახორციელებენ, ეს არის მათი რეპუტაცია - იმდენად გაკოტრებულები არიან და სამარცხვინოები
- +

18 სექტემბერი. 2023. 01:29

 

 

ერთი რამ, რის გამოც ესენი სახელმწიფო გადატრიალებას ვერ განახორციელებენ, ეს არის მათი რეპუტაცია - იმდენად გაკოტრებულები არიან და სამარცხვინოები, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

კითხვაზე, თუ საქართველოს კვლავ არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საზოგადოების რეაქცია რა იქნება, ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამაზე საზოგადოების ერთ ნაწილში რეაქცია იქნება.

 

„საზოგადოების ერთ ნაწილში იქნება რეაქცია, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც ესენი სახელმწიფო გადატრიალებას ვერ განახორციელებენ, ეს არის მათი რეპუტაცია - იმდენად გაკოტრებულები არიან და სამარცხვინოები. იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდობა რაღაცაზე წამოეგო, აქტიურად გამოცვივდა გარეთ, თუმცა როგორც კი ამათი აჩრდილი დაინახეს, მეორე დღეს 200 კაცზე მეტი აქციაზე არ გამოვიდა. დღესაც იგივე იქნება, ოღონდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - კოლექტიურ დასავლეთს თავისი ხალხი ჰყავთ ჩვენთან სპეცსამსახურებსა და სამხედროებშიც, ტუმცა სამხედრო გადატრიალებას აუცილებლად სჭირდება ფასადი. ფასადისთვის მინიმუმ 40-50 ათასი კაცი უნდა გამოიყვანო და რამდენიმე დღე უნდა დაიჭირო, რომ ამ ფასადის უკან კულისებში სამხედროები შევიდნენ და კაბინეტებში სამხედრო გადატრიალების პროვოცირება გააკეთონ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner