„ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით კვლავ ცინიკური განცხადება გააკეთა,“ - ამის შესახებ RBC NBC-ზე დაყრდნობით წერს.
„იყო გარკვეული ნაწილები, ყირიმი და კიდევ სხვა... ბევრი ელოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა. ასე რომ, მათ შეეძლოთ შეთანხმების დადება და ნაკლები ტერიტორია იქნებოდა დაკარგული, არავინ დაიღუპებოდა და ექნებოდათ ქვეყანა“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „ის, რაც ახლა ხდება, უკრაინისთვის, კარგი არ არის“.
ამასთან, ტრამპის თქმით, უკრაინის საგაზაფხულო შეტევა ფაქტობრივად არ ყოფილა.
ტრამპი ამბობს, რომ უკრაინულ ძალებს „იარაღისა და ბომბების კედელი დახვდათ“.