logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ იქნება
- +

18 სექტემბერი. 2023. 01:45

 

 

ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ იქნება, ეს შეუძლებელია, – ამის შესაზებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ეროვნული ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ პატრიოტულ ფორუმზე განაცხადა.

 

„მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ არ გვინდა ბრძოლა და არ ვიბრძოლებთ. ბელარუსის ტერიტორიაზე, თანამედროვე პირობებში, ომი არ იქნება. შეუძლებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ლუკაშენკომ ბელარუსის მოქალაქეებს მოუწოდა, იცხოვრონ მშვიდად, არ ინერვიულონ და აღზარდონ შვილები მშვიდად მშობლიურ მიწაზე.

 

„რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლონელებმა, ლიეტუველებმა, ლატვიელებმა, უკრაინელებმა უნდა გაიგონ: ჩვენ ვართ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერი დედამიწაზე. ჩვენ არავის ვემუქრებით, არ ვემუქრებით ატომური იარაღით, ან რამე ქვედანაყოფებით – „ვაგნერით“ და ა.შ. ბელარუსს სხვისი არაფერი სჭირდება. მაგრამ გახსოვდეთ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ არ გავავლებთ წითელ, ყვითელ, შავ ან ლურჯ ხაზებს. ეს ხაზი უკვე არსებობს და ეს ბელარუსის სახელმწიფო საზღვარია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი რაღაცები, რითიც შეიძლება, გიპასუხოთ, ამიტომ ვიცხოვროთ ერთად, მეზობლურად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner