logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის განმტკიცების გზები
- +

18 სექტემბერი. 2023. 09:17

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი  გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner