logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ღარიბაშვილი მედიცინის მუშაკებს მიადგა - გინდათ თუ არა, ხელფასები უნდა გაგიზარდოთო...
- +

18 სექტემბერი. 2023. 10:21

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მედმუშაკებისთვის ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეგე, სასწრაფოს ექიმებო, ექთნებო, მძღოლებო, დისპეტჩერებო და სხვებო, ირაკლი ღარიბაშვილი ახლა თქვენ შეურაცხგყოფთ, გამცირებთ და დაგცინით კიდევაც!

 

ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს სასწრაფო დახმარების 4 ათასამდე თანამშრომელი  მიიღებს!

 

სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება!

 

რეფერალის ექიმის - 2536, პარამედიკოსის - 2184, მოტომედიკოსის - 2184, უმცროსი ექიმის - 1800,  ექთნის - 1664, მძღოლის - 1520, დისპეტჩერის - 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648, ცვლის უფროსის - 2560, ცვლის უფროსის მოადგილის -2128, ოპერატორის -1024.

 

არა, რაააა!

 

სუ ეგრე იცის ხოლმე... მთელი საქართველო ხო მოისყიდა ამ ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ 30 ათას სტუდენტს ხო წაართვა თავისუფლება, ახლა მედიცინის მუშაკებს მიადგა და გინდათ თუ არა, ხელფასები უნდა გაგიზარდოთო.

 

(ჟ)ოპოზიციონრები იძახიან, ეს დაუშვებელია, ეს მოსყიდვაა, ეს კანონის დარღვევაა, ეს თავისუფლების დაკარგვაა, მედიცინის მუშაკებო, არ დათანხმდეთ, უარი თქვითო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი მაინც არ ჩერდება, უმატებს და უმატებს.

 

ეს მედიკოსებიც ჩუმად არიან, უარს არ ამბობენ, რა ენაღვლებათ, რა... ერთმანეთში ლაპარაკობენ, ცარიელი თავისუფლება ვჭამოთო?

 

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კვლევების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებისა და მედიკოსების თემით შოვის ტრაგედიის გადაფარვას ცდილობს, თორემ რაღა ახლა მოუნდა დავალიანებების განულება, სტიპენდიების მომატება და ხელფასების გაზრდა? ეგ ისე იქცევა, მომავალ კვირაში „პაჟარნიკებსაც“ მოუმატებს, მერე კიდე მეტყევეებზეც გადავა!

 

არა, ერთი სურათზე ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილი იცინის კიდევაც. ჰმ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner