logo_geo
eng_logo
ლუკა თარხან-მოურავი: „ჰეროკრატია“ ისტორიული დოკუმენტია, რომელიც იმას ასახავს, რაც გამოვიარეთ...
- +

8 სექტემბერი. 2016. 01:44



„ჩემი პერსონაჟი აღებულია ალექსანდრე ახალკაცის რომანიდან -"გამოცდა ხელბორკილებით" და ეს ყველაფერი, რასაც ფილმში ნახავთ, უშუალოდ ამ ადამიანს გადახდა", - განაცხადა ფილმის "ჰეროკრატია" მთავარი როლის შემსრულებელმალუკა თარხან-მოურავმა გადაცემა 2030-ში.


„მას გაუმართლა, რომ გადარჩა და მოახერხა, ციხეში დაწერილი ნაწერები სახალხოდ გამოეტანა.ფილმის გადაღება მძიმე იყო, რადგან მატროსოვის ციხეში, სადაც ფილმს ვიღებდით, ძალიან მძიმე აურაა. ამ ციხეში ადგილი არ არის ისეთი, რომ სადმე დაჯდე, დამშვიდდე, რაც გვეხმარებოდა, მიახლოებით მაინც გვეგრძნო ის ყველაფერი, რაც ამ ადამიანებმა რეალურად განიცადეს", - განაცხადა ლუკა თარხან-მოურავმა.


როგორც მან აღნიშნა, მისთვის ფილმში თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო იმ 360 000 ადამიანის მიმართ, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს.


„ეს არ იყო პროექტი, სადაც თამაშის პროცესით უნდა მესიამოვნა. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ 360 000 ადამიანის მიმართ, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს და რომლებსაც, ამ ტკივილის გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცათბევრმა ადამიანმა, ვინც ამ ფილმში თამაშობს, ეს სისასტიკე თავად გამოიარა", - განაცხადა მსახიობმა.


მისი თქმით, ფილმი "ჰეროკრატია" ისტორიული დოკუმენტია, რომელიც იმას ასახავს, რაც ქვეყანამ გამოიარა.


„ეს არ არის ფილმი, რომელსაც ვერ დაჯდები და უყურებ, როგორც მხოლოდ მხატვრულ ფილმს. ეს ისტორიული დოკუმენტია, რომელიც იმას ასახავს, რაც გამოვიარეთ. ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა ახსოვდეს და სტკიოდეს. თუ ეს შეცდომა კარგად არ ვისწავლეთ, დიდი შანსია, მეორედაც გავიმეოროთ, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც ეს სისასტიკე ჩაიდინეს, დღეს თავისუფალი არიან და ამბიციებიც გააჩნიათ", - განაცხადა ლუკა თარხან-მოურავმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner