logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად 2021 წელს ბატურინის გათავისუფლება დააყენა და პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. ახლა, ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის შემსრულებლად გვევლინება
- +

18 სექტემბერი. 2023. 12:54

 

 

„ყველანაირი  ლოგიკური ჯაჭვი იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომლის ინფორმაციითაც, რევოლუციური სცენარისთვის,  გამოყენებულ იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება.

 

„ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება და არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება. თუ არ გახსოვთ, მე  გაგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება. ახლა ვეკითხები ზურაბიშვილს, ნუთუ არ გრძნობ იოტისოდენა პასუხისმგებლობას მაინც?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner