logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა სამართლებრივი საქმეების აღძვრა უნდა დაიწყონ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს დაეგზავნოთ სრული ინფორმაცია
- +

18 სექტემბერი. 2023. 12:52

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორები გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან.

 

ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც არეულობის მთავარი ორგანიზატორია, მიხეილ სააკაშვილის კონტეინერით შემოპარვის ინიციატორიც იყო. მისი თქმით, ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა გასაჯაროვდეს და შესაბამისმა სამსახურებმა სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცენ მასთან დაკავშირებულ საქმეებს.

 

„ორიოდე სიტყვა მთავარ ორგანიზატორზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო და „ნაცმოძრაობის“ მოძალადე სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი, კარგა ხანია უკრაინაშია გადაბარგებული და ზელენსკის მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებს. ზუსტად ის გახლდათ სააკაშვილის კონტეინერით შემოპარების ორგანიზატორი, რომლის მიზანსაც საქართველოში არეულობის მოწყობა წარმოადგენდა. ახლაც ასეა, სააკაშვილის დესანტმა ვერ გაამართლა და ალტერნატიულ გეგმაზე გადავიდა, შემოაპარებს ყველაფერზე ხელის მომწერ ექსტრემისტებსა და ტერორისტებს, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ მათ შორის, საბოტაჟი, სამოქალაქო დაპირისპირება, ტერორისტული აქტები და სხვა (გამოცდილება უკრაინული მაიდნიდან ბევრს აქვს). ამიტომაც, ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა გასაჯაროვდეს, შესაბამისმა სამსახურებმა სამართლებრივი საქმეების აღძვრა უნდა დაიწყონ და ამავდროულად, ყველა დიპლომატიური თუ არაფორმალური ხაზით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს დაეგზავნოთ ზემოხსენებულ თუ სხვა საფრთხის შემცველ საქმეზე და მის ორგანიზატორზე სრული ინფორმაცია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner