logo_geo
eng_logo
ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
- +

18 სექტემბერი. 2023. 14:22

 

 

ბათუმში წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ახალი ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

 

ბაღები ადაპტირებულია, კეთილმოეწყო ეზოები, განთავსდა ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები. სამივე ბაღი ჯამში 810 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 147 თანამშრომელი.

 

მიმდინარე წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

 

საბავშვო ბაღები აშენდა ქათამაძის ქ. #38-ში, ბაგრატიონის ქ. #127-ში და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. #7.

 

ბათუმში ახალი ბაღების გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner