logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: არ ისვენებენ ეს ნაძირლები! არ ასვენებთ გამჩენი!
- +

18 სექტემბერი. 2023. 14:37

 

 

არადა, არ ისვენებენ ეს ნაძირლები.

არადა, არ ასვენებთ გამჩენი.

არადა...

 

იმდენი „არადა“ შეიძლება გამოიყენო კაცმა ამათზე წერისას, რომ...

 

არადა, არც ესმით.

 

არადა, არც უნდათ დაშოშმინება.

 

არადა, ტყუილად ჰგონიათ, ქვეყანას რამეს დააკლებენ თავიანთი შიზოიდური ქმედებებით.

 

არადა, წლების მერე, ისტორიის სახელმძღვანელოებში შესული პუბლიკაცუების სათაურებს ახლავე ვხედავ: „უდელის გეგმები და ბოროტას თავგადასავალი“, „ჩავარდნილი „მაიდანი“ ქართულად“ და 12-წლიანი ციხის ხეხვა სააკაშვილისებურად“, „არა შეჯდა ვანო ხესა“...

 

არადა, სუს-ის განცხადება რად გვინდა?!

 

ყოველდღე ვხედავთ და ვისმენთ მათ მოღალატეობრივ გამოსვლებს.

 

ყოველდღე გამოგვაქვს დასკვნები მათი პროვოკაციების ხილვისას.

 

და ყოველდღე „ხვალის“ იმედით ვართ, იქნებ გონება გაუნათდეთო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი...

 

მეტი არაა ჩემი მტერი, ანი წითლიძე მაია წყნეთელად იქცეს და ლიაკა ხოშტარია - თინა წავკისელად.

 

მეტი არაა ჩემი მტერი, გირჩი ზურაბა ქადაგად დაეცეს და ბერად აღიკვეცოს.

 

მეტი არაა ჩემი მტერი, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა უგულავას კორუფციული სქემები გამოიძიონ და ადეიშვილი ბორკილდადებული ჩამოამსერონ ქვეყანაში.

 

მეტი არაა ჩემი და თქვენი მტერი, ძვირფასო მკითხველო...

უარესებიც შეიძლება და ჩემზე უკეთაც დაარქმევენ სახელს ისტორიკოსები მერაბიშვილის, სააკაშვილისა და ლორთქიფანიძის მიერ დაგეგმილი და აწ უკვე ჩავარდნილი გადატრიალების სქემას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

 

ახლა ერთია მთავარი.

 

ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდი და გავმეორდები: ვერასდროს ეღირსებით მულტფილმის პერსონაჟის გახმოვანებას და ვერასდროს იტყვით - „გუშინ რომ იყვნენ, ისევ ისინი მოდიანო“...

 

უკრაინამ თავისთვის შეინახოს თავისივე ეროვნული გმირები და ლორთქიფანიძისა და მეგის ქარდავას მეტი გმირი არ აღირსოს ღმერთმა!

 

ჩვენ სხვა ისტორიას დავწერთ!

 

ჩვენ სხვა მატერიებით ვიხელმძღვანელებთ.

 

ჩვენ სხვა თაობებს გავზრდით ილია ჭავჭავაძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის კვალდაკვალ.

 

მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას კვალდაკვალ.

 

გიორგი ანწუხელიძისა და მერაბ მინდიაშვილის კვალდაკვალ.

 

ჩვენ ჩვენი ახალი თევდორე მღვდლები და იოთამ ზედგენიძეები გვეყოლება და ამათ?

 

ამათ... ძაღლი მიაკვდეთ სულში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner