logo_geo
eng_logo
ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
- +

18 სექტემბერი. 2023. 14:51

 

 

ბათუმში - ბაგრატიონის, ქათამაძისა და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ბაღები დღეიდან გაიხსნა. ახალგახსნილი ბაღები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

არჩილ ჩიქოვანმა აღსაზრდელებსა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ბაღების მშენებლობისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი იყო გათვალისწინებული, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის არის დადგენილი.

 

მისივე თქმით, წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

 

2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

 

თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-ამდე ადამიანი დასაქმდა. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner