logo_geo
eng_logo
შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

18 სექტემბერი. 2023. 15:34

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სამუშაოები ზაჰესში, შოთაძის ქუჩის ნაწილზე  და  ჩიხებში  მიმდინარეობს, სადაც გზის საფარი აქამდე არ არსებობდა.

 

სამუშაოების შედეგად დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტისთვის დაახლოებით, 203 000 ლარი დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner