logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: რესპუბლიკური პარტია არის პრიმიტიულ ადამიანთა ერთობა
- +

8 სექტემბერი. 2016. 01:54


 

„რესპუბლიკელები პოლიტიკური არენიდან გაქრნენ და ამით დაისაჯნენ", - განაცხადა  "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში.



„შესაძლოა, ისინი საკუთარ წრესა და წიაღში აქტიურები არიან, მაგრამ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელნი არიან. განსაკუთრებით - საგარეჯოს არჩევნების გაყალბების და ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც პარტიის ლიდერების ნამდვილი სახე სრულად წარმოჩნდა", - განაცხადა ინაშვილმა.


„ყოველთვის ითვლებოდა, რომ ეს არის პოლიტიკაში გამოცდილ ინტელექტუალთა გაერთიანება. მე კი გეტყვით, რომ ეს არის აბსოლუტურად პრიმიტიულ ადამიანთა ერთობა, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სკამისთვის ყველა და ყველაფერი გაწირონ, გააყალბონ არჩევნები, ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და სკამებს მიეკერონ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა.


როგორც მან აღნიშნა, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ბიძინა ივანიშვილის წყალობით ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.


"ბიძინა ივანიშვილის წყალობით, „რესპუბლიკურ პარტიას" ხელისუფლება უზურპირებული ჰქონდა და "ქართულ ოცნებას" სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებდი. ეს ჯგუფი არ იყო ღირსი, ამდენი მინისტრის პორტფელი ჰქონოდა, რადგან მათ ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია არ ჰქონდათ. დღეს გამოდიან და ბრალს გვდებენ, თითქოს ჩვენ "ქართული ოცნებასთან" დაკავშირებული პოლიტიკური ძალა ვართ. სასაცილო არ არის ეს განცხადება იმ ადამიანებისგან, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ამხელა თანამდებობები ეჭირათ?!", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner