უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან რუსი ოკუპანტების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.
სირსკიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ზოგადი მდგომარეობა კვლავ რთულია და რომ მტერი იქ უარს არ ამბობს თავის განზრახვაზე, განაახლოს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით.
„ჩვენი ჯარების წარმატებული ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი გავარღვიეთ, რომლის დახურვაც მან სცადა და ბრძოლაში ჩააგდო ყველა არსებული რეზერვი“, - დასძინა სირსკიმ.