logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან 200 000 რუსი სამხედროს განდევნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება
- +

18 სექტემბერი. 2023. 20:29

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სწრაფი დასრულება ნაკლებად სავარაუდოა და აღნიშნა, რომ ომში უკრაინის გამარჯვება ძალიან მაღალი ზღვარია და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

 

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში 200 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია. ამ [კონტრ]შეტევას აქვს ოპერატიული და ტაქტიკური მიზნები, რომლებიც შეზღუდულია. ამ მიზნების სრულად მიღწევის შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდება რუსული ძალების სრულად განდევნა, რაც უფრო ფართო სტრატეგიული მიზანია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა“, - აღნიშნა მარკ მილიმ CNN-თან ინტერვიუში.

 

 

ამას დიდი დრო დასჭირდება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა დიდი ხნის განმავლობაში. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან 200 000 რუსი სამხედროს განდევნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ეს ძალიან მაღალი ზღვარია. ამის გაკეთებას დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner