logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხვალ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდება, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს
- +

18 სექტემბერი. 2023. 20:30

"ხვალ ჩავარდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

"ზუსტად ეს იყო [დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა; 1. ეს იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება, პროექტი უკვე შემუშავდა. მათი რეკომენდაციები იყო, რომ დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო. მათ გვთხოვეს ამ დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ეს დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან. მეორე თხოვნა იყო, რომ აღარ მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამასაც ბოლომდე ვასრულებთ, ხვალ ჩავარდება ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მხარ არ დაუჭერს"- აცხადებს კობახიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner