logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ცდილობდნენ პრემიერისთვის დაებრალებინათ საბიუჯეტო თანხების დახარჯვა, როცა გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ტყუილი, გადავიდნენ პენსიონერ მამაზე - უნდა ჩამოყალიბდნენ, პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ, თუ სხვა შემოსავალიც აქვს?
- +

18 სექტემბერი. 2023. 21:23

 

"სამი დღის განმავლობაში მათ [რადიკალური ოპოზიცია] მედიას, პოლიტიკოსებს ერთი და იგივე მესიჯი ჰქონდათ, ცდილობდნენ რამენაირად დაებრალებინათ პრემიერისთვის საბიუჯეტო თანხების დახარჯვა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ ტყუილის გამოაშკარავებისთანავე, მათი სამიზნე პრემირის მამა გახდა.

 

 

როცა გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ცალსახა ტყუილი, შემდეგ გადავიდნენ პენსიონერ მამაზე, საიდან ჰქონდა [ფული] ამ დროს, პენსიონერ ადამიანს სხვა ბიზნესებში რომ ჰქონდა თანამონაწილეობა, ესეც მათგან გავიგეთ. სიუჟეტი სიუჟეტზე კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, როგორ ფლობდა ღვინის ქარხნებს, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ბიზნესს და ა.შ. ეს იყო უტრირებული ინფორმაცია, მაგრამ საფუძველი ჰქონდა, ანუ, როგორც აღმოჩნდა, ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, რამაც მისცა საშუალება გარკვეული თანხის გაღების. ახლა უნდა ჩამოყალიბდნენ - პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ თუ სხვა შემოსავალიც აქვს? ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ ბელადს ხარჯები დანაშაულებრივად ჰქონდა გაწეული. საუბარია 14 მილიონზე, რომელსაც არამხოლოდ პირადი მიზნებისთვის, პირადი ვნებებისთვის, პირადი ინტერესებისთვის იყენებდა, ამორალურობის ზღვარს მიღმა იყო ეს ყველაფერი. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მაგალითად ნარკობარონების საფლავების მონახულება. მე მგონია, რომ ამით გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner