logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა და მცდელობისა დღემდე ვერ ვათქმევინეთ პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
- +

18 სექტემბერი. 2023. 22:24

 

"მიუხედავ ჩვენი მოწოდებებისა და მცდელობისა დღემდე ვერ ვათქმევინეთ პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაბამისად, ის თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად.

 

საქართველოს კონსტიტუციაში ნამდვილად წერია, რომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა არის მთავრობის საქმე და პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას ახორციელებს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მას ამ ლეგიტიმაციას მთავრობა აძლევს, შესაბამის თანხმობას. ამის გარეშე ის არის არალეგიტიმური პირი ამ ურთიერთობებში. ანუ, პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, თუ თვითნებურად ამას აწარმოებს. ეს არის იურიდიული მხარე, ახლა მორალური და პოლიტიკური მხარე. ადამიანი რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომ ის არ არის მზად სტატუსის მისაღებად, შარშან არ ვიყავით მზადო, მისი ნათქვამია და ახლაც, პარლამენტის ტრიბუნიდან გვითხრა, რომ ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. ხომ იყო ასე, ხომ არ მოგვეჩვენა?! შესაბამისად, ის თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner