logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ნაცებს, ისევე, როგორც მათ პოლიტიკურ წინაპრებს, შიდა რესურსის კატასტროფული დეფიციტის ფონზე, სჭირდებათ უცხოური მხარდაჭერა, მეთერთმეტე არმია და სერგო ორჯონიკიძე
- +

18 სექტემბერი. 2023. 22:39

„post tv” - ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგი და ისტორიული პარალელები თვალსაჩინოებისთვის:
 
 
ნაციონალურ მოძრაობას და მის ბელადს, ისევე, როგორც ქართველ ბოლშევიკებს 1921 წელს, სახალხო მხარდაჭერის არარსებობის გამო, ნულოვანი შანსი აქვთ, მოვიდნენ (დაბრუნდნენ) ხელისუფლებაში. შესაბამისად, ნაცებს, ისევე, როგორც მათ პოლიტიკურ წინაპრებს, შიდა რესურსის კატასტროფული დეფიციტის ფონზე, სჭირდებათ უცხოური მხარდაჭერა, მეთერთმეტე არმია და სერგო ორჯონიკიძე. როგორც ჩანს, სამივე კომპონენტი მათ უკრაინაში დაიგულეს და დღევანდელი “საერთაშორისო კომუნისტური ინტერნაციონალის” ყოვლისმომცველი მხარდაჭერის იმედად, ძალისმიერ შტურმს გეგმავენ ქართულ სახელმწიფოზე.
 
 
ნაციონალური მოძრაობა, დღეისათვის, კლასიკური შულავერის კომიტეტია, ხოლო აქედან უკრაინაში გადახვეწილ თანამოძმებთან და შემფარებლებთან ერთად, ისინი ქმნიან ერთობას, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს “იმერ-ამერი” ნაცები.
სუსმა გაგვაფრთხილა - გაფრთხილებული კი, შეიარაღებულია"-  წერს ლაშა ნაცვილიშვილი. 
right_banner right_banner
არქივი
right_banner