რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ ის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს მიმართავს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„თუ იქნება მოთხოვნა რუმინეთში ექსპორტზე, აუცილებლად ვთხოვ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, მიიღონ ერთობლივი ბრძანება, რათა შეზღუდვები 30 დღით გახანგრძლივდეს, ვიდრე ყველაფერი დაზუსტდება. [...] მინდა დავარწმუნო ფერმერები, რომ ისე აღარ იქნება, როგორც ერთი წლის წინ იყო“, - დასძინა რუმინეთის პრემიერმა.
გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ არ გაახანგძლივებს შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე.
პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ცალმხრივი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს.