"ჩვენ ახლა უნდა დავამარცხოთ რუსეთი, როდესაც ის სუსტია," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„პუტინის რუსეთი საფრთხეა ყველასთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად.
მისი [რუსეთის] ჰიბრიდული ომის არსენალი მოიცავს არჩევნებში ჩარევას, ჰაკერებს, მოსყიდვას, შანტაჟს, დივერსიას, გადატრიალებას, მკვლელობებსა და სხვა ინსტრუმენტებს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.