გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
"[უკრაინას] ვაწვდით დამატებით საბრძოლო მასალას. საბრძოლო მასალა არის ის, რაც სასწრაფოდ სჭირდება უკრაინას სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩვენ [უკრაინას] დავეხმარებით დაცული აღჭურვილობითა და განნაღმვითი სისტემებით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.