logo_geo
eng_logo
გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

19 სექტემბერი. 2023. 00:13

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

 

"[უკრაინას] ვაწვდით დამატებით საბრძოლო მასალას. საბრძოლო მასალა არის ის, რაც სასწრაფოდ სჭირდება უკრაინას სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩვენ [უკრაინას] დავეხმარებით დაცული აღჭურვილობითა და განნაღმვითი სისტემებით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner