„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის " ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აშშ-ის კონგრესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ მასიური მხარდაჭერის გამოთქმას ეხმაურება:
„ამერიკაში საქართველოს დღეა! ასეთი მასიური მხარდაჭერის დემონსტრირება კონგრესმენების მხრიდან არ მახსოვს.
32 ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივით და კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯომარის ედ როისის მხარდაჭერით, დღეს აშშ-ს კონგრესში განიხილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. გაიმართა დებატები, სადაც კონგრესმენები საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავდნენ. კონგრესში გამოსვლების დროს ძლიერი მხარდაჭერა დააფიქსირეს კონგრესმენებმა ედ როისმა, ტედ პომ, ენჯელ ელიოტმა და მარკ სანფორდმა.
ცალკე უნდა აღინიშნოს კონგრესმენი ტედ პო, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლეიკემია და კიბო აღმოუჩინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა, ის მაინც ჩავიდა ტეხასიდან ვაშინგტონში, რათა წარედგინა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. ასეთ კაცს ჰქვია ნამდვილი მეგობარი. კარგი იქნება ტედ პოს რაიმე ჯილდო გადასცეს ქართულმა სახელმწიფომ თავგანწირული თანადგომისთვის."- აღნიშნავს გოგავა.
https://www.congress.gov/bill/114th-congress/house-resolution/660/text