logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- +

19 სექტემბერი. 2023. 11:29

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საქართველოს წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებთან და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთოს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner