logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: დღეს ქვეყანა მყარად დგას ფეხზე. ეს არ არის 2002 და 2003 წლები, ვინმე ილუზიებში არ შევიდეს
- +

19 სექტემბერი. 2023. 11:42

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია და განცხადება, ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის გეგმის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მძიმე პროვოკაციების აღსაკვეთად.

 

„დღეს ქვეყანა მყარად დგას ფეხზე. ეს არ არის 2002 და 2003 წლები, ვინმე ილუზიებში არ შევიდეს. ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, მისი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლის, რაიმე სახის დესტაბილიზაციის მოწყობის და მსგავსი დესტრუქციის განხორციელების ყველა მცდელობა, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

 

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner