logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა გერმანიაში ვორქშოფი გაიარეს
- +

19 სექტემბერი. 2023. 12:17

 

 

გერმანიაში, ქალაქ ჰერშინგში, აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, 31-ე საერთაშორისო ლიდერული ვორქშოფი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს.

 

ვორქშოფში 46 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პროგრამა 1962 წლიდან მიმდინარეობს და მასში გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

 

ვორქშოფის მიზანი სექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა. სემინარებზე განხილული იყო  აგრარულ სფეროში არსებული გამოწვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული ტექნიკების ათვისება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპები.

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნეს. სემინარის ფარგლებში, ორგანიზებული იყო ექსკურსიები აგრარულ ფერმებში, ბიოგაზის საწარმოსა და  საგანმანათლებლო ცენტრებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner