logo_geo
eng_logo
ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა
- +

19 სექტემბერი. 2023. 12:43

 

 

ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა. ბათუმში განხორციელებული პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

 

განთავსების ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგმა” განახორციელა.

 

120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის „რუმსში“ ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 პირი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner