logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: პარტნიორი ქვეყანა ასე არ იქცევა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს და რიგით მოქალაქეს უსანქცირებდეს პარტნიორ ქვეყანას
- +

19 სექტემბერი. 2023. 12:47

 

 

„პარტნიორი ქვეყანა ასე არ იქცევა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს უსანქცირებდეს პარტნიორ ქვეყანას, მტკიცებულებების გარეშე, მოგონილი და აბსურდული საფუძვლებით  რიგით მოქალაქეს ასანქცირებდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს სანქციები ქვეყანაში არეულობის შემოტანას ისახავს მიზნად.

 

„ამის პოლიტიკური მიზანი არის პოლიტიკური საკენკის გადაყრა რადიკალური ოპოზიციისთვის არეულობის მოსაწყობად, რასაც, სხვათა შორის, არ მალავენ. „ნაცმოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ დიახ, ეს არის გაფრთხილება, რომ შემდგომ სხვა პიროვნებებიც იქნებიან დასანქცირებულებიო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner