logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და სცენარი იყოს თავიდან აცილებული
- +

19 სექტემბერი. 2023. 14:19

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს [ოპოზიცია] რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი, რომლებიც იქნა გაშლილი სუს-ის ბრიფინგში, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. იქ საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე - აფეთქება, იარაღის გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და ასეთი სცენარი იყოს თავიდან აცილებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც გარკვეული პირების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმაზეა საუბარი. „საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმის ავტორები არიან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner