logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება
- +

19 სექტემბერი. 2023. 14:39

 

 

ირაკლი კობახიძემ განმარტა რა ეტაპზეა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე, მაღალი თანამდებობის სხვა პირებს, მათ შორის ბატონ კოპმანს, რომელიც ევროკომისიაში შესაბამის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი: გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს პროექტი გაეგზავნება პირველ რიგში ვენეციის კომისიაში, დაველოდებით იქიდან დასკვნას და ამის შემდეგ გააგრძელებს მთავრობა მუშაობას.

 

მეორე ნაწილში რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომებს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ თავად ევროკომისიას, რომ მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე, თორემ ის ჩანაწერი, რომელიც მოცემულია 12 პრიორიტეტში. თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას და გახსოვთ, რომ სწორედ ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს თავის დროზე როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე კონკრეტული ევროპარლამენტარები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა უცხოელი პოლიტიკოსები. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავად ევროკომისია იტყვის უარს პერსონალიზებულ მიდგომაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner