logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: წესდება სისხლის სამართლის სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ არ არის გამოტანილი მის მიმართ შესაბამისი განაჩენი
- +

19 სექტემბერი. 2023. 14:51

 

 

წესდება სისხლის სამართლის სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ არ არის გამოტანილი მის მიმართ შესაბამისი განაჩენი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპია საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენცია, სადაც პირდაპირაა მოცემული საკუთრების უფლების შეზღუდვის ჩარჩოები, ფარგლები, სტანდარტები. ამ დოკუმენტებთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროპული ბანკის მხრიდან. ამას პირველ რიგში როგორც იურისტი, ისე ვამბობ, საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავისი სტანდარტი. გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით ასეთი ტიპის სანქციები, თავისი სახით, სისხლის სამართლებრივ სასჯელს წარმოადგენს და ზუსტად იგივე სტანდარტებითაა შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სხვა სასჯელი. ხდება რა, რომ სინამდვილეში წესდება სისხლის სამართლის სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ არ არის გამოტანილი მის მიმართ შესაბამისი განაჩენი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner