„ვაშაძე პარლამენტში ხუთი კაცით შემოვიდა და ერთი შემორჩა, ის მანჯგალაძე, მსხვერპლია, იმასაც გავათავისუფლებთ მალე“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მართლა შევარცხვინე, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს „ხაბეს“ ადგილას იჯდა [პარლამენტის სხდომათა დარბაზში] და კიდევ ის, გვერდზე რომ მსხვერპლი ჰყავს, მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, იმიტომ, რომ მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ვაშაძე პარლამენტში ხუთი კაცით შემოვიდა და ერთი შემორჩა, ის მანჯგალაძე, მსხვერპლია, იმასაც გავათავისუფლებთ მალე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.