logo_geo
eng_logo
ევროპის მუზეუმების აკადემიის „EMA-2023“ კონკურსის სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო
- +

19 სექტემბერი. 2023. 15:34

 

 

2023 წლის 14-16 სექტემბერს 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქ ტიმიშოარაში სამუზეუმო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსი, ევროპის მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონფერენცია „EMA 2023“ ჩატარდა.

 

2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული ჯილდო, რომლებიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას (საქართველო) და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მუზეუმს (უკრაინა) გადაეცა.

 

სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე, გამარჯვებული მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან. თბილისის მუზეუმების გაერთიანება აჩვენებს კრეატიულ მიდგომას ცოდნის გამომუშავების, ინტერპრეტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ და წარმოდგენილ მუზეუმოგრაფიაში ითვალისწინებს რთულ გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner