logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს და ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, ვინაიდან ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, მიმართულა საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგაც
- +

19 სექტემბერი. 2023. 16:13

 

 

ვიღაცას თუ ჰგონია ამ ხელისუფლების რევოლუციურად გადაგდების და სისხლიანად გადაგდების შემდეგ ექნება პერსპექტივა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს და ააყვავოს, ძალიან ცდებიან - ყველა ასეთი უბედურება მთავრდება ქვეყნის კიდევ უფრო გაჩანაგებით და ტერიტორიების დაკარგვით. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი შეფასებით, ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია, ქვეყნისთვის დამღუპველია და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.

 

ეს სცენარი არის მრავალპლანიანი. იგივე უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ევროპერსპექტივა და კანდიდატობა არ უნდა მიენიჭოს, ევროპარლამენტის გარკვეული წევრების, ცნობილი კუბილიუსების განცხადება, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლება უნდა შეცვალოს, ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ასეთ ვითარებაში ძალიან კარგია, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ამ საკითხებთან, პრევენციასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა არ დარჩეს არავის ასე ვთქვათ, ფარული მანევრის საშუალება.

 

ყველა ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ სწორედ ჩვენს პარტნიორებს და ვთხოვოთ მათ, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, ვინაიდან ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომლებიც ორკესტრირებულად მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, მიმართულა საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner