logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: იმდენი პოზიტიური რეიტინგი გამოქვეყნდა, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არათუ კანდიდატ, ბევრ ევროკავშირის ქვეყანაზე წინ ვართ მთელი რიგი მაჩვენებლებით
- +

19 სექტემბერი. 2023. 17:57

 

 

იმდენი პოზიტიური რეიტინგი გამოქვეყნდა, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არათუ კანდიდატ, ბევრ ევროკავშირის ქვეყანაზე წინ ვართ მთელი რიგი მაჩვენებლებით. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

შეხედულება შეიქმნა, რომ დეპოლარიზაციის გარეშე არაფერი [12-პუნქტიანი გეგმა] შესრულებულად არ ჩაითვლება და მინდა როგორმე გავარღვიო ეს წრე და ვთქვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ განა იმიტომ, რომ ვიღაცამ ტაში დაგვიკრას, სხვათა შორის ეს ადრე შარლ მიშელსაც აქვს ნათქვამი, არამედ ჩვენი ხალხისთვის, რომ ისეთი სტანდარტის მმართველობა და კანონები ჰქონდეთ, რომელიც მისასალმებელია და რომლის გამოც ევროინტეგრაციისკენ მივისწრაფვით. რაც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, ეს არის მუშაობის პროცესი, რომელშიც ჩართულია მათ შორის ვენეციის კომისია. ბევრი რეიტინგი გამოქვეყნდა, მათ შორის მართლმსაჯულების თემაზე, კორუფციის თემაზე, სასამართლოს თემაზე. იმდენი პოზიტიური რეიტინგი გამოქვეყნდა, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არათუ კანდიდატ ქვეყნებზე, ბევრ ევროკავშირის ქვეყანაზე წინ ვართ მთელი რიგი მაჩვენებლებით. ასე რომ, მე არ მგონია, რომ ჩალით არის გადაფარული ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner